kalimah.top
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

orizen – 9 აპრილი / 9 aprili كلمات اغاني

Loading...

როცა დიად სულებს ერთ მუშტად შეკრავს
ერის ნება, ბორკილი დნება
მონობის უღელს ვერ იტევს ფიქრი
ადრე თუ გვიან ერი აღდგება

და არ მოიხარა ამაყი ქედები
დაეცნენ ქალები, ვერ გახდნენ დედები
დაჯავშნულ ტანკს სცემს კაცი ხის კეტით
აჩერებს გაზის საწამლავი რეტი

წითელი ურჩხულის ბოლო გაბრძოლება
მრავალი ერის უთქმელი სათქმელი
ქართველმა თქვა და დაიმსხვრა გალია
ურჩხულმა სისხლი მაინც დალია
[მისამღერი]
არის სულის მარადი წყურვილი
თავისუფლება, თავისუფლება
ეს არის მარადჟამს ქართველთა ნება
თავისუფლება, თავისუფლება
იყო აპრილის გმირების ნება
თავისუფლება, თავისუფლება
იყო, არის და იქნება ჩვენი ნება
თავისუფლება, თავისუფლება

შიშველი ხელებით დანგრევა კედლის
გმირობას ხშირად სჭირდება მსხვერპლი
შედეგი მომავალ თაობებს მეობად
დღეს კი საქართველოს მხეობა, ზნეობა

ცხრა აპრილს ახლა რუსთაველი ყვავის
ასფალტზე ამოზრდილ უთვალავ ყვავილს
ზეცად აზიდავს მრავალი სანთელი
მრავალჟამიერ, მათ სულებს ნათელი

[მისამღერი]
არის სულის მარადი წყურვილი
თავისუფლება, თავისუფლება
ეს არის მარადჟამს ქართველთა ნება
თავისუფლება, თავისუფლება
იყო აპრილის გმირების ნება
თავისუფლება, თავისუფლება
იყო, არის და იქნება ჩვენი ნება
თავისუფლება, თავისუფლება

كلمات أغنية عشوائية

اهم الاغاني لهذا الاسبوع

Loading...