kalimah.top
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

mush one – ბუმ ბეფ სპინი كلمات اغاني

Loading...

[intro]
mush one
2013
ბუმ ბეფ სპინი

[verse 1: mush one]
ეპიცენტრი ბრონქსი, ნიუ იორკი, ამერიკა
და kool herc_მა დაიძახა მეორედ ევრიკა
როცა გამოთვალა ვინილების დინამიკა
მეტი მსურველი, ბევრად ნაკლები კრიტიკა
1 ჰიპ_ჰოპი _ 4 ელემენტი
მიმდევრების ზღვა, მსმენელი უფრო მეტი
dj ქმნის ფონს, ბრეიქდანსი კი ეფექტს
გრაფიტი გრაფიკას, ემსინგი ინტერესს
ყველა ჰიპ_ჰოპი არტისტი რითმებს იმტერებს
რომ გაუმკლავდეს შთაგონებას ფიქრების კერებს
ვითარდება კულტურა მაიკრო ითვისებს ბგერებს
grandmaster_ის თემებს ან vanilla ice_ის რეპს
ევოლუცია მძვინარებს, წინ მიიწევს ვნებით
გასაკვირი keef cowboy_ის ტერმინებით
იზრდება დონე მოწოდების იმატებს კადრები
დაიწყო ახალი ერა, ყვავიან დეკადები

[chorus: mush one]
ეს არის ბუმ ბეფ სპინი
ატრიალებს ტვინი
არ მიაწერო ძილი
მიაკუთვნე მისი წილი
როცა იფარება ფირი
დრამ, სნეირი, ბასი
90_იანების შვილი
მაღალი კლასი
[verse 2: mush one]
რაკი rakim_ს და krs_one_ს ვერ ავცდებით
ბაუნს, ბაუნს ხელები მაღლა ღრუბლებს ვეკიდებით
როცა დინამიკებს ანგრევს rza, inspectah deck
premier_ის საუნდი და sticky fingaz_ს ბექი და
ფეხზე ადექი ეს არის ძველი ფილოსოფია
big, das efx ჩემში ცოფია
მიხარია ხალხის მასა აცდა გამოფიტვას
როცა big_ი pun_ს და l_ს ნიშნავდა _ და არა ბრიტვას
gang starr_ის სემპლები ისევ რჩება ძალაში
bass, kick და snare, რითმებით თამაში
სანამ პულივიზატორი გვძირავს ფერთა გამაში
გახსნილია გზა ყველა მხრით როგორც ლა მანში
ბაზარი არ არის ბზარი არის ორ მხარეს შორის:
east და west არის მომსწრე რამოდენიმე სროლის
big poppa, makaveli_ს მკვლელი გაუმხელელი
გამომძიებელს ჭირდება პრემია ნობელი
ყველა ჩინს, ოქროს, მედალს თუ ჯინს
ვამჯობინებ fugee_ის დატვირთულ ხურჯინს
სადაც ინახება ისტორია თუ არ გყოფნის
ჯანდაბამდე გზა გქონია ან უსმინე onyx_ს

[chorus: mush one]
ეს არის ბუმ ბეფ სპინი
ატრიალებს ტვინი
არ მიაწერო ძილი
მიაკუთვნე მისი წილი
როცა იფარება ფირი
დრამ, სნეირი, ბასი
90_იანების შვილი
მაღალი კლასი
[bridge: mush one]
სადაც ვინილების ერთ წრეს მეორე მოსდევს
გირჩევნია დამშვიდდე, უსმინე mos def_ს
doug e. fresh ზემოქმედების ქვეშ
რომელსაც პირიდან ამოსული ბიტი ჰქვია
და მეც ბევრჯერ მითქვია _ ჰიპ ჰოპი არის ტყვია
რაც უპირისპირდება ყველას დაღი ატყვია
რაც წარსულმა ვერ თქვა, მომავლები იტყვიან
ვერავინ დაიჩივლებს, დრო ორად გაუყვია

[chorus: mush one]
ეს არის ბუმ ბეფ სპინი
ატრიალებს ტვინი
არ მიაწერო ძილი
მიაკუთვნე მისი წილი
როცა იფარება ფირი
დრამ სნეირი ბასი
90_იანების შვილი
მაღალი კლასი

كلمات أغنية عشوائية

اهم الاغاني لهذا الاسبوع

Loading...