excess (georgian) – jojoxetis karibche كلمات اغاني
არ ვიცი რატომ მითხრა ეს
ღმერთმა მითხრა:
-“რატომ უსმენ ჯოჯოხეთზე ხმებს, ჰა?”
გესმით ხმა, ჰა?
გუშინ მე მინახულა ღმერთმა, ასე მითხრა
რატომ გაქვს შენ გულში ბოღმა და სევდა
რატომ დაწანწალებ მარტო, ქუჩებში
ან რას აკეთებ ბნელ ქუჩებში ქურდებში?!
მე ვუთხარი ღმერთო, შენ ერთადერთო
მოდი თავი დამანებე და ნუ ამირევ გონს
და ვინც გთხოვს შველას, აი, მას მიეცი შვება
ნახე, კვდება, არ გადარჩება, რწმენა კი არ გაწყდება!
ვხედავ ცხოვრება გრძელდება და რა ხდება-
გავჩნდი, ვკვდები, ეს რას შვები და ჩემს დღეში ბევრია
არ ვიტყვი, რომ ეს ცხოვრება გრძელია
შენსკენ გრძელი გზა ძნელია, გზაზე ბევრი გველია
დღეს რაც ხდება, მოგონებად გვრჩება
და ყველაფერს გაავრცელებს ხვალ, ვინც ბოლოს დარჩება და
გადარჩება ის, ვისაც სჯერა ღვთის
და ჩემგან ბევრს ნუღარ ელით, ფერს შეხედეთ თმის
ძლივს დამანებეს თავი, აღარ მიკრთის
ტანი, ამასობაში გავიდა ხანი
და მთვრალი დავდივარ ვიტყუებ თავს
ნუ უყურებ სხვას, ეს ხომ შენ ხარ, ნუ მოიკლავ თავს
მის:
ბევრთან ერთი შეკითხვა მაქვს მარტო
ჯოჯოხეთის კარიბჭე არის თუ არა ფართო, ჰა?
ღმერთო, ერთი შეკითხვა მაქვს მარტო
ჯოჯოხეთის კარიბჭე რატომ არის ფართო?
ჯოჯოხეთის კარიბჭე ბნელმა შეჰქმნა ღონით
არ არსებობს ექსცესი, გაავრცელეს ჭორით, ხოდა
გონით, ეი, თქვენ, ნუ გვიგონებთ ჭორს!
არა სთმობს ჭორს, ეს არ აძღობს და დაემგვანა ღორს
შვიდი დღე ხდება, რაც მიმატოვა ღმერთმა
მე არ ვნერვიულობ და ეს ცხადში ხდება_ის, რომ
ჯოჯოხეთი წყდება და კარიბჭე ტყდება
მოგონება ჯოჯოხეთზე გონებაში გვრჩება და თან
დღეს ჩვენ ყველას გეტყვით: ჩვენსკენ დაემალეთ
ავს და სუყველამ უშველეთ თავს
და თუ გინდათ აგცდეთ ცოდვა, დაიწყეთ ყველამ ლოცვა
ბევრს არ უნდა ვიცი, ლოცვა, დაიწყეს ხოცვა
როცა გასაჭირი მიადგათ მათ
სულიერად ყველა გახდა ავად
და დღეს მათ აქვთ რატომღაც რწმენა
რატომღაც ჰგონიათ, რომ უწერიათ გადარჩენა
მე კი მგონია, ყოველივე ეს არის ცრუ
ამას ვერ გაიგებს მხოლოდ ბრმა და ყრუ
და ყოველთვის მაწუხებდა ეს აზრი
მართალია, არსებობს ჯოჯოხეთის ჭიშკარი?
მის…
ჩვენ სულ ვართ მარტო და ასეც იქნება
ყოველთვის ერთად ყოფნა ხომ არასდროს იქნება
გიჟდება ავი სული, რატომ არის სიკეთე
ეშმაკის გასაძევებლად მე ჯვარი გავიკეთე
და სიკეთე დათესა ღმერთმა, მან ერთადერთმა
მოწყალება ხომ მეც მივიღე ბერთა და
ბევრთან სატანის სახელი გამივარდა
ამ ამბის გაგონებაზე მე ჯვარი ძირს დამივარდა
ჩამივარდა კოვზი ნაცარში, მე მეგონა
ეს ამბავი თამაში და ეხლა წელამდე ვარ ტალახში
და ამაში გადიოდა ჩემი ცხოვრების წლები
შეიძლება მეშლება და მეც მას ვერ ვხვდები რომ
ღმერთი არის ერთადერთი და დღემდე
მას წარსულმა წლებმა მოუხარეს ქედი და
მეტი არავინ იკითხოს ჩემს გარდა, (რატომ?)
ჯოჯოხეთის კარიბჭე არის თუ არა ფართო?
მის…
كلمات أغنية عشوائية
- after school 애프터스쿨 › after school (애프터스쿨) – ms.independent كلمات اغاني
- nle choppa › nle choppa – kill for no reason *updated* كلمات اغاني
- paul revere and the raiders › paul revere and the raiders – rain, sleet, snow كلمات اغاني
- toby fox › toby fox – now’s your chance to be a كلمات اغاني
- matt martians › matt martians – sing 2 u god كلمات اغاني
- demis roussos › demis roussos – new horizon كلمات اغاني
- nt from lvr › nt from lvr – color sorrow, color sad, dark black remix كلمات اغاني
- jorge rivera herrans › jorge rivera-herrans – love in paradise كلمات اغاني
- the beamish brothers › the beamish brothers – anxious كلمات اغاني
- the convent › the convent – amsterdam كلمات اغاني