kalimah.top
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

nick green – ტორუკ მაკტო كلمات اغاني

Loading...

[შესავალი]

სად არის? სად არის? სად არის?
მულაა… ტორუკ მაკტო

[პირველი ვერსი: ras green]

მე ვიცი რას მალავს შენი გაფართოვებული თვალის გუგები
არ იწვევს შიშს როცა ჩემში იყურები
ვიცი შენი სიძულვილის მიზეზი ეს სინთეზი ძველია
გამიგია, ჯოჯოხეთი ცხელია!
ჩვენ ორიდან დრაკონი – ეს მე ვარ
და ჩემი სიმყრალე შენ გიმწარებს სულს
შენ თუ ნათელი ხარ, რატომ გეზიზღები?
როცა თვალებში უნდა მანათებდე სიყვარულს
როცა დავინახე, მე ვერ ვიქნებოდი
წარმატების მაგალითი ამ ბავშვებისთვის
მე გავჩერდი ბოლოში გზის
არცერთი გზიდან აცდენილი ბავშვი
სასახლედ მე არ მიღირს!
მაინც ვერ ვიხსენებ ფოთოლს
რომელიც ხეს შემოდგომაზე მოწყდა
ამიტომ გამირბის მარჯვენა თვალი
მე სერზე მელოდება გურული ოდა
ძველი თუ ახალი რეგე თუ დაბი
მე მე ვარ!
სანამ პირს დააღებ დაფიქრდი ორჯერ
თუ გინდა წაკითხვა წერილის – იკითხე
თუ მინდა ასანთის კოლოფზე მოგწერ!
grrraaaaaah!

[მისამღერი]

სად არის? (სად არის?)
ტორუკ მაკტო!
ქალაქს სჭირდება ტორუკ მაკტო!
სად არის ტორუკ მაკტო?
სად არის? (სად არის?)
ტორუკ მაკტო!
ხალხს სჭირდება ტორუკ მაკტო! (ტორუკ მაკტო)
სად არის ტორუკ მაკტო?
ქალაქს სჭირდება ტორუკ მაკტო! (ტორუკ მაკტო)
ტორუკ მაკტო!
ქალაქს სჭირდება ტორუკ მაკტო!

[მეორე ვერსი: nick green}

ჩემი gps-ი ხის ღობეს ვერ ხედავს
საცოდაობა ამ შენობების – ტეხავს!
მაქსიმუმ დაგვითვალოს ცოდვები, კარს ვერ დაკეტავს
ჩემი თითის ნახვის მერე შენი iphone-ს სენსორი ჭედავს!
მითხრეს “არ შეცურო ზღვაში”
დაკავებული ვარ ამ ზღვის სმით
ჩვენ დავიძარით, აღარ ვიცდით!
სულ გავიბზარეთ მარა ვისვრით!
ქარივით ვქრით, უკვე ვგიჟდები, მე ვხურდები ჯერ
იღვიძებ, ქურდებს ბუმერანგივით იჭერ
ნახე როგორი ცივი თვალებით გიმზერ
ახალ ცხოვრებას amazon-იდან ვერ გამოიწერ!
სიზმარში ვხედავ იმ სახლს
ხშირად ვხედავ იმ ქალს
დღეს ვხედავ იმ ხალხს
სარკეში ვხედავ იმ ბავშვს
ნაცრისფერი კედლებიდან ჟონავს გაფუჭებული ნერვები
შემთხვევით ხელები არ გაისვარო!
სახეზე გეტყობა რომ რამხელა ფართიც გინდა დაიკავო
გინდა ადგე მარა შენი ფეხების სიჩუმე ფონავს

[მისამღერი]

სად არის? (სად არის?)
ტორუკ მაკტო!
ქალაქს სჭირდება ტორუკ მაკტო!
სად არის ტორუკ მაკტო?
სად არის? (სად არის?)
ტორუკ მაკტო!
ხალხს სჭირდება ტორუკ მაკტო! (ტორუკ მაკტო)
სად არის ტორუკ მაკტო?
ქალაქს სჭირდება ტორუკ მაკტო! (ტორუკ მაკტო)
ტორუკ მაკტო!
ქალაქს სჭირდება ტორუკ მაკტო!

كلمات أغنية عشوائية

اهم الاغاني لهذا الاسبوع

Loading...