kalimah.top
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

masteri feat. natia dumbadze - ar uyuro dros كلمات الأغنية

Loading...

-საქართველოში ღამის სამის ნახევარია.
მუსიკალურ პროგრამას განაგრძობს სინგლი,
რომელიც ბოლო რამოდენიმე კვირაა ქართული ჩარტის ლიდერ

პოზიციაზეა. არ უყურო დროს,
არ უყუროთ დროს, დარჩით ჩვენთან და ისიამოვნეთ-
ეი, ჯერ არ დაიძინო
ჯერ სადა ხარ იწყება კინო
ღამის ქალაქი წამო შემოვირბინოთ
მე ვიცი რა გინდა რომ არ მოიწყინო
ჯერ მე გაგაცინო მერე მე გაგაცილო
არ იცი რა ქნა
თავში იმდენი ფიქრია
ღამის სამის ნახევარი ეს უბრალო ციფრია
გაკოცო ჯერ არ მიფიქრია
ვთქვი ყველა ეს ფიქრები სწორედ მაქეთ მიქრიან
არავინ და არაფერი შეგვიშლის ხელს
წამო შევაგროვებთ მოგონებებს
არ გადავდოთ ხვალ
გავაკეთოთ დღეს
თან მე ვიცი რომ შენც გინდა ეს
ხომ იცი რომ შენც გინდა ეს
გავათენებთ მანამ არ შევხედავთ მზეს
გავთიშავთ ტელეფონებს
ჩავკიდებთ და აღარ გავუშვებთ ხელს

არ უყურო დროს დროს
როცა მინდა შენთან
ვიყო სადმე შორს შორს
სადმე ვარსკვლავებთან
არ უყურო დროს
თუ შენც გინდა ჩემთან
წამო სადმე შორს შორს
სადმე ვარსკვლავებთან

რა გიჟი ხარ და მეც სულ გამაგიჟე
დრო სულ არ მოგიცია არ მაფიქრე
ან ამ შუა ღამისას სად წავიდეთ?
ან სახლიდან სად გავიდეთ?
არადა მინდა შენთან გავატარო ეს მთელი ღამე
და სულ მახსოვდეს ქუჩები რომ ფეხით შემომატარე
ესეთი მომენტები ცხოვრებაში ბევრჯერ არ ხდება
და მოდი ვიყოთ ერთად
მანამ სანამ არ გათენდება

არ უყურო დროს დროს
როცა მინდა შენთან
ვიყო სადმე შორს შორს
სადმე ვარსკვლავებთან
არ უყურო დროს
თუ შენც გინდა ჩემთან
წამო სადღაც შორს შორს
სადმე ვარსკვლავებთან

არ უყურო დროს დროს
-მიდი რა, მიდი რა გამოდი და გააფრინე გარეთ-
არ უყურო დროს დროს
-არა რა, არა რა არ თქვა რომ გადაიფიქრე-
არ უყურო დროს დროს
-მიდი რა, მიდი რა გამოდი და გააფრინე გარეთ-
არ უყურო დროს დროს
-არა რა, არა რა არ თქვა რომ დაიკიდე-

არ მაინტერესებს რომელი საათია
არ მაინტერესებს ხვალ თუ ორშაბათია
გამოდი, გამოდი რა გინდა სახლში
სიმღერას ჩაგირთავ ღამის ქალაქში
სეირნობა მანამ სანამ არ გათენდა
დროს არ ვუყურებთ მერე რა თუ არ გაჩერდა
მერე გავიხსენებთ ღამე როგორ დაგვათენდა
დაგვათენდა დაგვათენდა.

მე მინდა შენთან ვიყო მთელი საღამო
სხვა მეტი არაფერი არ მინდა
-არ მინდა-
სახლებში რომ ვიყოთ ალბათ არ გამოვა
გამო მალე სანამ ღამე გავიდა

არ უყურო დროს დროს
როცა მინდა შენთან
ვიყო სადმე შორს შორს
სადმე ვარსკვლავებთან
არ უყურო დროს
თუ შენც გინდა ჩემთან
წამო სადმე შორს შორს
სადმე ვარსკვლავებთან

არ უყურო დროს დროს
-მიდი რა, მიდი რა გამოდი და გააფრინე გარეთ-
არ უყურო დროს დროს
-არა რა, არა რა არ თქვა რომ დაიკიდე-
არ უყურო დროს დროს
მიდი რა, მიდი რა გამოდი და გააფრინე გარეთ-
არ უყურო დროს დროს
არა რა, არა რა არ თქვა რომ გადაიფიქრე-
გამო სანამ ღამე გავიდა

كلمات أغنية عشوائية

كلمات الأغاني الشهيرة

Loading...