kalimah.top
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

kayakata - ქართა ველი - valley of the wind lyrics

Loading...

[verse 1: dillacat]
ვარსკვლავი იუპიტერის, მგელი ვარ ქართა ველის
სიმშვიდე მყინვარწვერის, რისხვა მაქ ლუციფერის
ასფალტი სისხლით სველი, ვის ელი ან რას ელი
ძალა მაქ ტარიელის, მგელი ვარ ქართა ველის
თუ რამეა, დაჟე დავუდგებით კინგ_კონგს
ვდგავართ იქ, სადაც ყველა მხრიდან wind blows
უსმინე ქუჩების ძახილს, თუ ქუჩა ითხოვს
გადაინსტალირებას სისტემის windows_ს
ring, ring, 2 ზარი _ მთელი ტომი ფეხზე დგას
კატა სამურაის ხმალი, საბან, მიდი ტენე ბასს
უკან ჩემი ჰიმალაი _ კავკასიონი დგას
აიყვან ვინმე ჩვენიანს, ავიღებთ შენობას
ისევ ფეხზე, 3 ომი, 100 knock_down
ყველა ომის ბომბი ვნახე boy რას ბოდავ?
რითი უნდა გაგაჩეროს, ანდა შეგაშინოს
ტიტრებში მთელი თაობაა გმირი ამ კინოს
თუ რამეა, მზადყოფნაა, მეომარი მარაბდის
13_ის არ ვიყავი მქონდა ყველა ომის sk!lls
მაგრამ ნაცვლად ამ რკინის, დავატარებ თან ყვავილს
f_ck police, we dance for peace _ აწ და მარადის

[chorus: turbohikari]
მირტყავს დენს_დენს, ვარკეთილ_ისანი
მირტყავს წრეს_წრეს, თუკი მოვასწარი
შრამი მადევს, ვითომ ვერ მიცანი
თუ ეგ შენობაა შენი, ძაღლი შენიც არი
დენის კაბელებს ეფერება ქარი
ციცინათელებს გვევასება ნამი
სიმშვიდე ვარ მე, თუ კი ვერ მიცანი
შეიცანი, შეიცანი, შენი_შენი თავი
[verse 2: lunacat]
ქართა ველი, ჩემი მთელი ჩემი ტომი დგას
აქ ჩემი უშბაა, მყინვარწვერი და გომი დგას
სიმშვიდის დრონები წრეზე, კავკასიონის თავს
სიმშვიდეა წინ, როგორც ჩემი ბრონი დგას
ჩავაჭირე დენს, აღარ ვხმარობ პოლნი გაზს
გეტოებში dance, ყველგან ჩემი ტომი დგას
ყვავილების გენგს ვიცავ უკან რომ მიდგას
ვარსკვლავების ქვეშ უკიდეგანობის თავს
სიმშვიდე არი ჩემი გენგეგმა
ბლატაობა დაიკიდეთ გენგებმა
რატომ არ ხართ პოლიციელებილ პოსტზე?
ესე როგორ გადაგწონეს მენტებმა
სიმშვიდე არი ჩვენი გენგ_გეგმა
წვიმის წვეთები ბიტებად მეცემა
აზზე მოდი დროზე, დროზე მოდი გონზე
არ წაგიღოს უსარგებლო სევდებმა
სული აპრიალა შიდა სეტყვებმა
იარები გაგვიკერეს მედდებმა
სადა ხარო, შენი თავი გეძებდა
მყინვარწვერის ძირში ვდგავარ ვით ზელდა
სიმ_სიმ_სიმშვიდე არი ჩვენი გენგ_გეგმა
მანქანები გააჩერონ ზებრებმა
თუ ლოგიკა ააცილა ხელკეტმა
ელვა გაისროლა ცაში შედეგმა
[chorus: turbohikari]
მირტყავს დენს_დენს, ვარ კეთილი sunny
მირტყავს წრეს_წრეს, თუკი მოვასწარი
შრამი მადევს, ვითომ ვერ მიცანი
თუ ეგ შენობაა შენი, ძაღლი შენიც არი
დენის კაბელებს ეფერება ქარი
ციცინათელებს გვევასება ნამი
სიმშვიდე ვარ მე, თუ კი ვერ მიცანი
შეიცანი, შეიცანი, შენი_შენი თავი

[bridge: turbohikari]
ყავა ცივი ყინულებით კავკასიონის
თოვლი მადევს, მაგრამ გულში მე ვარ მზიანი
კბილებს ვხედავ, მაგრამ ძაღლი იყოს ჭკვიანი
ყავა ცივი ყინულებით, ცოტა რძიანი

[outro: turbohikari]
ტყვიებითო მიდის აქ kung fu
ძაღლებმა და პატრონმა fu fu
არა განა რა მათი kung fu
იებს კბილი არ ახლო you fool
ტყვიებითო მიდის აქ kung fu
ძაღლებმა და პატრონმა fu fu
არა განა რა მათი kung fu
იებს კბილი არ ახლო you fool

كلمات أغنية عشوائية

كلمات الأغنية الشائعة حالياً

Loading...