
kay-g - nolan lyrics
[intro]
ღამე აზრები სწრაფი
ყველა ხიდი არი ძაფის
ექსტრიმი შეგრძნება მძაფრი
ყველა ჩემი მე მე მეძახის
ხო იცი არ იციან ფასი
ხო იცი ყველას აქვს ფასი
ხო იცი ყველა თამაშობს სპექტაკლებს
გამაცანი შენი დასი
[chorus]
ღამე ქალაქში როგორც მხედრიონი
ორივე მხარე ვნახე მედალიონის
ვაკეთებთ როგორც ვიცით _ ეს არის ომი
შეყვები და მიყავხარ _ flow რიონი
[verse 1]
იკითხე გაიგე ვმოძრაობ სწორად
ლიტრია სისხლში ვერ ვმოძრაობ სწორად
ბითი ისმის მონიტორები ბოლავს
ვიზუალებია christopher nolan
ექსპედიციებში როგორც dora
ვხდები პოლიგამი როცა გხედავ ორად
პალიტრები დაიბადა სალვადორი
24k gold ეს არი el dorado
შენი სუნთქვა მიყვება baseline_ს
ხაზზე ვარ არ ვთიშავ facetime_ს
შენ არ ხარ ნატურა შენ ხარ პეიზაჟი
თვალები მუზეუმია ერმიტაჟი
გარეთ თუ არ თბილა ვრჩები სახლში
შეგრძნებები ზღარბის ანუ მაქ ეკლები ტანში
ხმა ლევიტირებს _ ლევიტანი
უნდა მეთქვა მაშინ როცა ვერ გითხარი
[chorus]
ღამე ქალაქში როგორც მხედრიონი
ორივე მხარე ვნახე მედალიონის
ვაკეთებთ როგორც ვიცით _ ეს არის ომი
შეყვები და მიყავხარ _ flow რიონი
[verse 2]
ჭიქაში bobby brown_ი, მაგიდაზე whitney, whitney
კლუბში როგორც bobby brown_ი, and i got whitney with me
whitney_ს აქვს miley cyrus, მითხრა the sky is ours
მეთქი ცა არი ლიმიტი, blu_ray, dvd
მეთქი ცა არი ლიმიტი
blue, რეივი, dvd
გველეშაპებს ვხოცავ დიდი ხმლით
მერე შხაპებს ვიღებ დილის ცვრით
მთვარეული _ ვცეკვავ billie jean_ს
ლოგინის ქვეშ ვეძებ დილით ჯინსს
ტონიკს გავუზავე რბილი ჯინი
ძველი honda როგორც ჰამაკი
უკანა სკამი მანქანაში
როცა დაიძინებს ქალაქი vroom ახალი სათამაშო გარაჟში
[chorus]
ღამე ქალაქში როგორც მხედრიონი
ორივე მხარე ვნახე მედალიონის
ვაკეთებთ როგორც ვიცით _ ეს არის ომი
შეყვები და მიყავხარ _ flow რიონი
Random Lyrics
- rimey - grind lyrics
- lana del rey - give up lyrics
- billy talent - nothing to lose (live at phillipshalle) lyrics
- mario fica - mariposa lyrics
- tone damli - still lyrics
- giorgio laneve - amore dove sei? lyrics
- fixpen sill - freestyle lyrics
- africando lyrics
- sole and the skyrider band - mr. insurgent lyrics
- aretha franklin - money won't change you lyrics