erekle deisadze - gaseirneba/noxyroni كلمات الأغنية
ჩერდება ტაქსი, სეირნობის დროა, უკანა სავარძლიდან ვაკვირდები ქალაქს
ვიწყებ თრობას ისევ ბიო ნარკოტიკით, სულ მალე ამოვწურავ ერთი თვის მარაგს
ჩემი გოგო ახლაც დეპრესიას ებრძვის, ვერ გადაეჩვია გრძნობებით თამაშს
არადა მასში მე ვერავინ შემცვლის, ალბათ თვითონაც ოდესმე იგრძნობს ამას
მანამდე კი გარეთ იმდენი ყლეა, დიდი ნადირობის სეზონი აქვთ ძაღლებს
მათთვის ყველა ერთი ჭაობის ტყვეა, ისინი არ არჩევენ დაბლებს და მაღლებს
მე კი თავშესაფარს ბუნაგში ვეძებ, ბევრი ბუნაგიდან ერთ-ერთი შენ ხარ
გამოსწორდებაო ყველაფერი ამბობ, მე კი მგონია რომ ილუზიის ტყვე ხარ
ჩერდება ტაქსი შარდენთან ახლოს, სულ სხვა სოციუმის ნაწილი ვხდები
ყოველ ორ ნაბიჯში პოლიცია სახლობს, მათთან კი ჩემი ადგილი არ არის ვხვდები
ვაგრძელებ სეირნობას და ვეძებ ადგილს, ხურდას მთხოვს იქცე ხელგაწვდილი ბებო
თვალს მიკრავს უცებ მაწანწალა ბავშვი, უნდა რომ შემომთავაზოს ერთჯერადი წებო
პირველად იყო სიტყვა მერე იარაღი, ამას ვეუბნები ღორების ქალაქს
ხალხი ახლა გარეთ იარაღით დადის, მე კი ჩემი თავი სიტყვებით გამაქვს
მაგრამ ზოგჯერ სიტყვა დანასავით არ ჭრის, დანის ტარებას კი კანონი კრძალავს
იქნებ მოკლედ მიპასუხო ამ ხალხს რა სჭირს, სისხლის წყურვილს მათი თვალები ვერ მალავს
ვდგავარ კითხვის დასასმელად შენი კარის ზღურბლთან, გულისცემა ჩემი შენს ნაბიჯსაც ფარავს
ვაკაკუნებ სამჯერ ოფლიანი ხელით, ეს ქალაქი ყოველდღე სიცოცხლეს მპარავს
ვგრძნობ სახლში ხარ მაგრამ კარს არავინ აღებს, უკან ვბრუნდები და თან მიმაქვს სიყვარული
გადარჩენაზე ფიქრს ვიწყებ და უეცრად ვხედავ, ყველა მანქანიდან მიმზერს ჩემი ორეული
მართალია ეს ქალაქი მე თვითონ ვარ მაგრამ, სიბინძურესთან არ დავდებ არასოდეს მე ზავს
და ამიტომ ჩემს სუფთა ხელს მე გავუწვდი თბილისს და პაემანზე დავიბარებ როგორც ბებერ მეძავს
كلمات أغنية عشوائية
- fox lake - homewrecker كلمات الأغنية
- kalazh44 & capital bra - white nights كلمات الأغنية
- db.boutabag - bag klan trippin' كلمات الأغنية
- luca coi baffi - primo agosto كلمات الأغنية
- aloe blacc - harvard كلمات الأغنية
- complete - self diagnosis كلمات الأغنية
- fields (irl) - novelty كلمات الأغنية
- elijah jalil - downpour كلمات الأغنية
- rai han - poppin' كلمات الأغنية
- skorn3896 - we're not the same كلمات الأغنية